Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, 24 საათში 30 ახალი შემთხვევა კანონზომიერებას არ ნიშნავს


მარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსით დაავადების 30 ახალი შემთხვევა.

მათგან 6 ოფიციალურ სტატისტიკას 13 აპრილის საღამოს დაემატა, 24 კი - 14 აპრილს, დილით.

მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში მსგავსი მატება მანამდე არ ყოფილა, თუმცა, „ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ხვალ-ზეგ როგორი მატება გვექნება. ერთი დღე არ არის კანონზომიერი, რომ გავაგრძელოთ შემდეგ დღეებზე“.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ გასული დღე-ღამის განმავლობაში მიიღო 6 ახალი პაციენტი. მათგან 5 „ქობულეთის კლასტერიდანაა“ - 4 მოზარდი და 1 უფროსი ასაკის პაციენტი. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

14 აპრილის დილისთვის, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია COVID-ინფიცირებული 38 პაციენტი და მათგან ძალიან მძიმე პნევმონია აქვს 3-ს.

მარინა ეზუგბაიამ დაადასტურა, რომ კლინიკის პაციენტებს შორისაა ერთ-ერთი ტაძრის მღვდელიც, თუმცა, მას კოვონავირუსი COVID-19 არ დაუდასტურდა, სხვა ვირუსული ინფექციით საავადმყოფოს სხვა განყოფილებაშია და შესაძლოა, დღეს გაწერონ, რადგან ტემპერატურის მატება აღარ აღენიშნება.

14 აპრილის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 296 შემთხვევა. მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG