Accessibility links

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო  რეჟიმის დარღვევის 199 ფაქტი გამოავლინა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 199 ახალი ფაქტი გამოავლინეს. მათგან,

  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 106 მოქალაქე
  • საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო დაჯარიმდა 63 მოქალაქე
  • მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 20 მოქალაქე.
  • ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 2 იურიდიული და 6 ფიზიკური პირი.
  • გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისას ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 1500 ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი.

საქართველოში 272-დან 296-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.

განახლებული მონცემები 14 აპრილს, 10:00 საათის შემდეგ გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.

14 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში 296-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.

საქართველოში თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე დაფიქსირებული სულ 296 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 68. გარდაცვლილია 3.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG