Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IMF-ი დავალიანებას შეუმსუბუქებს 25 ღარიბ ქვეყანას, პანდემიასთან საბრძოლველად


საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) აცხადებს, რომ დავალიანებას შეუმსუბუქებს თავის 25 წევრ, ღარიბ სახელმწიფოს, რათა მათ უფრო მეტი ფინანსური რესურსი მიმართონ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისკენ.

IMF-ის მენეჯერი დირექტორის, კრისტალინა გეორგიევას თქმით, ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ 13 აპრილს დაამტკიცა ქვეყნების პირველი სია, რომლებსაც გრანტებს გამოუყოფენ ფონდის დავალიანების ვალდებულებების დასაფარად, ექვსი თვის განმავლობაში. ამ ქვეყნებს შორისაა ავღანეთი და ტაჯიკეთი, ისევე, როგორც ომით გაჩანაგებული იემენი და დიდძალი დავალიანების მქონე ქვეყნები აფრიკასა და აზიაში.

გეორგიევას თქმით, IMF-ის კატასტროფის შეკავების და დახმარების ფონდს (CCRT) ამჟამად აქვს 500 მილიონი დოლარის რესურსი, რომელიც მოიცავს ახალ დაპირებებს - მათ შორის 185 მილიონ დოლარს ბრიტანეთისგან, 100 მილიონს იაპონიისგან და საჯაროდ დაუკონკრეტებელ თანხებს ჩინეთისგან, ჰოლანდიისგან და სხვა ქვეყნებისგან. IMF-ს სურს მისმა რესურსებმა 1,4 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

მსოფლიოს გარშემო 1,9 მილიონ ადამიანს აჭარბებს ახალი კორონავირუსით ინფიცირებულითა რიცხვი, დაღუპულია 119,000-ზე მეტი - იუწყება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი 14 აპრილის დილას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG