Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19 დაუდასტურდა ბოლნისის სასწრაფო დახმარების 5 თანამშრომელს


ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19 სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია მედიასაშუალებებს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

სამინისტროს თანახმად, ჯერჯერობით უცნობია ამ პირთა დაინფიცირების წყარო და მიმდინარეობს ინფიცირებულ მედპერსონალთან კონტაქტში მყოფი პირების კვლევა. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული მედპერსონალის კონტაქტების ნაწილი თვითიზოლაციის რეჟიმშია გადაყვანილი.

14 აპრილის 15 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 296 შემთხვევა. მათგან 69 გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG