Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა იუწყება ხანძრის ჩაქრობაზე ჩერნობილის ზონაში


უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მეხანძრეებმა შეძლეს ხანძრის ჩაქრობა ჩერნობილის ზონაში, რომელიც 4 აპრილის შემდეგ მძვინვარებდა და, სხვადასხვა ცნობით, უახლოვდებოდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს.

„მოკლედ რომ ვთქვათ, ცეცხლი ჩავაქრეთ, ძალიან დაგვეხმარა წვიმა. რადიაციული ფონი გამუდმებით მოწმდება, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, იგი მთლიანობაში ნორმაშია. მეხანძრეებს, რომლებიც 10 დღის განმავლობაში ებრძოდნენ სტიქიას, მადლობის თქმა ეკუთვნის“, - განაცხადა უკრაინის სახელმწიფო ეკოლოგიური სამსახურის უფროსმა, ეგორ ფირსოვმა.

33 წლის წინანდელ ავარიას ატომურ სადგურზე ჩერნობილში ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა უშუალოდ კატასტროფისას, ხოლო ათასობით დაიღუპა ავარიის შემდეგ, ძირითადად რადიაციული ზემოქმედების შედეგად. უშუალოდ ავარიის შემდეგ საბჭოთა მთავრობა უარყოფდა მომხდარს.

2016 წელს დასრულდა მეორე მასიური სარკოფაგის მშენებლობა რეაქტორის გარშემო იმ იმედით, რომ რადიაცია არ გამოჟონავს და შეიქნება კონსტრუქციის დემონტაჟის პირობები.

უკრაინამ 5 აპრილს განაცხადა ხანძრის ჩაქრობის შესახებ, მაგრამ მომდევნო დღეებში ცეცხლის ალმა კვლავ იფეთქა სხვადასხვა ადგილას და მომდევნო დღეებში ქარის გამო გაძლიერდა.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, ხანძრის ფაქტზე აღძრულია საქმე და დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG