Accessibility links

EMC-ის ინფორმაციით, ტყიბულის შახტებში ირღვევა COVID-19-ის პრევენციის რეკომენდაციები


"ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი", EMC, მიიჩნევს, რომ ტყიბულის შახტებში, სადაც სამთო-მოპოვებითი საქმიანობა გრძელდება, COVID-19-ის გავრცელების სერიოზული რისკი არსებობს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ EMC-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შახტებში ირღვევა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები:

  • ძიძიგურის შახტში არსებული სახალხო ვაგონები, რომლითაც დასაქმებულთა სამუშაო ადგილამდე გადაადგილდებიან, გათვლილია დაახლოებით 18 კაცზე. სახალხო ვაგონებში სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია და ჯანდაცვის სამინისტროს სავალდებულო რეკომენდაციების შესრულების კონტროლი არ მიმდინარეობს.
  • უშუალოდ ძიძიგურის შახტში ჩასასვლელი სახალხო გალია, (ე.წ. „კლეტი“), რომელიც 20 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა ხშირად უფრო მეტი დასაქმებულის ჩასვლისთვისაც გამოიყენება და რომელშიც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, კვლავ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს“, - აღნიშნავენ ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში.

ორგანიზაცია მოუწოდებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს, დაუყოვნებლივ უზრუნელყონ ტყიბულში მოქმედ შახტებში დამსაქმებლის მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა, რათა აღნიშნული სივრცე დაავადების აფეთქების კიდევ ერთ კერად არ იქცეს.

14 აპრილის 15 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 296 შემთხვევა. მათგან 69 გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG