Accessibility links

15 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.13 ლარი ღირს


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

15 აპრილისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.1349ლარი (14 აპრილი - 3.1349);
  • 1 ევრო - 3.4305 ლარი (14 აპრილი - 3.4227);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 3.9299 ლარი (14 აპრილი - 3.9174);
  • 100 რუსული რუბლი - 4.2656 ლარი (14 აპრილი - 4.2649);
  • 1 თურქული ლირა - ​0.4616 ლარი (14 აპრილი - 0.4629​)
  • 10 უკრაინული გრივნა - 1.1532 ლარი (13 აპრილი - 1.1609).

14 აპრილს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.1375 ლარი.

31 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG