Accessibility links

ზუგდიდის საავადმყოფოში მყოფ ქალს Covid-19 არ დაუდგინდა


ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მყოფ ქალს, რომელსაც ორი დღის წინ საკეისრო კვეთა გაუკეთეს, კორონავირუსი არ დაუდგინდა. ტესტირების უარყოფითი პასუხი თბილისის „ლუგარის ლაბორატორიიდან“ მიიღეს. საკეისრო კვეთის შემდეგ პაციეტს ცხელება დაეწყო და პნევმონია აღმოაჩნდა, რის გამოც ექიმებმა ეპიდემიოლოგების რჩევით, საჭიროდ ჩათვალეს დამატებითი გამოკვლევა.

Covid-ვირუსი აღარ უფიქსირდება 50 წლის ინფიცირებულ ქალს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან. მას ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 29 მარტიდან მკურნალობენ. პირველი განმეორებითი ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ, ხვალ იმავე პროცედურას ჩაუტარებენ და მეორე ჯერზეც უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, კლინიკიდან გაწერენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG