Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Wizz Air საგრძნობლად შეამცირებს თანამშრომლებს და მათ ანაზღაურებას


უნგრეთის ავიაკომპანია Wizz Air-ი კორონავირუსის პანდემიით მიყენებული ზარალის შესამცირებლად აპირებს მიმართოს გარკვეულ ზომებს, მათ შორის, კომპანიის საშტატო თანამდებობებისა და თანამშრომელთა ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, მიღებულია გადაწყვეტილება ათასამდე თანამშრომლის, ჯამში, მთელი პერსონალის 19%-მდე შემცირებაზე. გარდა ამისა, მომავალ წელს 22%-ით შემცირდება კომპანიის გენერალური დირექტორის, დირექტორთა საბჭოს წევრებისა და ყველა ტოპმენეჯერის ანაზღაურება. ხელფასები 14%-ით შეუმცირდება მფრინავებს, ბორტგამცილებლებსა და კომპანიის ოფისების თანამშრომლებს.

Wizz Air-ი აღნიშნავს, რომ 2020 წლის მარტში 34%-ით შემცირდა დაბალბიუჯეტიანი გადაზიდვები. ხოლო Covid-19-ის პანდემიის გავრცელების გამო საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტის შემდეგ, ამჟამად კომპანია თავისი საწარმო შესაძლებლობების მხოლოდ 3 %-ს იყენებს.

2020 წლის ფინანსური წლის განმავლობაში Wizz Air-ის შემოსავალი დაახლოებით 70-80 მილიონი ევროთი შემცირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG