Accessibility links

AP: პაკისტანში ბავშვებზე სექსუალურად ძალადობენ მუსლიმანი სასულიერო პირები


პაკისტანელი ბავშვები ერთ-ერთ მედრესეში

„ასოშიეიტედ პრესის“ (Associated Press) მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პაკისტანის რელიგიური სკოლებში, სადაც უღარიბესი ფენების წარმომადგენელთა შვილები სწავლობენ, ფართოდ არის გავრცელებული მუსლიმანი სასულიერო პირების მხრიდან ბავშვებზე სექსუალური ძალადობა.

AP-მა არაერთი ძალადობის ფაქტების დადასტურება შეძლო პოლიციისგან მიღებული ათობით ანგარიშის, ასევე სამართალდამცველების, ექიმების, სასტიკი მოპყრობის მსხვერპლთა და მათი ოჯახების წევრებთან ჩატარებული ინტერვიუების შედეგად.

ერთ-ერთი მსხვერპლი, ჩრდილოეთში მდებარე შორეული კოჰისტანის რეგიონის რელიგიური სკოლის მოწაფე, 8 წლის იაუსი ჰყვება, თუ როგორ სტაცა მოლამ მას ხელი, შეათრია ოთახში, გაყარა სხვა ბავშვები და ჩაუკეტა კარი.

ბიჭი ორი დღის განმავლობაში ჰყავდათ დამწყვდეული ტყვესავით და რამდენჯერმე გააუპატიურეს, სანამ დაუძლურებული, იმის შიშით რომ არ მომკვდარიყო, შეშინებულმა მოლამ თავადვე არ წაიყვანა საავადმყოფოში.

საავადმყოფოში ექიმ ფეისალ სალაზარის ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადასტურა ბიჭის მიმართ ჩადენილი სასტიკი მოპყრობა, რის შემდეგაც მუსლიმანი სასულიერო პირი დააპატიმრეს.

კიდევ ერთი მსხვერპლი, 11 წლის პუნჯაბელი გოგო, მიშბა, სკოლის მეჩეთში რელიგიის მასწავლებელმა სასულიერო პირმა გააუპატიურა.

პაკისტანში 22 ათასი რეგისტრირებულია მედრესე არსებობს, სადაც 2 მილიონი ბავშვი სწავლობს. ამას გარდა, ქვეყნის ღარიბ რეგიონებში ადგილობრივ მოლებს გახსნილი აქვთ თავიანთი დაურეგისტრირებელი რელიგიური სკოლები, რომელშიც ბავშვებს ჰპირდებიან უფასო საკვებსა და საცხოვრებელს.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანმა პირობა დადო, რომ მოხდებოდა მედრესეების პროგრამის მოდერნიზება და გაიზრდებოდა მათი პასუხისმგებლობა, მაგრამ, როგორც ადამიანის უფლებების დამცველები აცხადებენ, ჯერჯერობით ეს ყველაფერი მხოლოდ დაპირებად რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG