Accessibility links

ბარაკ ობამა გამოაცხადებს, რომ მხარს უჭერს ჯო ბაიდენის კანდიდატურას


ბარაკ ობამა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს, მოგვიანებით გამოაცხადებს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერს ჯო ბაიდენის კანდიდატურას. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ აქვეყნებს ობამასთან დაახლოებულ ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

13 აპრილს აშშ-ის სენატორმა ბერნი სანდერსმა, რომელმაც 8 აპრილს შეწყვიტა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლა, მხარი დაუჭირა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კამპანიას მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დასამარცხებლად.

ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში.

დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ნომინირებისთვის ბაიდენს ფორმალურად სჭირდება პარტიის ყრილობის 3979 დელეგატის 1991 ხმის მოგროვება.

დემოკრატიული პარტიის ყრილობა ივლისშია დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG