Accessibility links

ნატო შეშფოთებულია დეზინფორმაციით, რომელსაც რუსეთი და ჩინეთი ავრცელებენ


ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეშფოთებულია იმ დეზინფორმაციით, რასაც კორონავირუსის კრიზისზე ავრცელებენ რუსეთი და ჩინეთი, და აპირებს ამას ერთიანი მოქმედებით დაუპირისპირდეს. ამის შესახებ ვირტუალურ ბრიფინგზე 14 აპრილს განაცხადა, აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, კეი ბეილი ჰაჩისონმა ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ.

ნატოს თავდაცვის მინისტრების ვიდეოკონფერენცია 15 აპრილს გაიმართება.

14 აპრილს დეზინფორმაციის საფრთხეზე ისაუბრა ვირტუალურ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, თუმცა მას არ დაუსახელებია რომელიმე ქვეყანა.

„ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ იყენებენ სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები პანდემიას ყალბი და საზიანო ხმების გასავრცელებლად. და ცდილობენ ჩვენ რიგებში განხეთქილების ჩამოგდებას. ამიტომ მოკავშირეებმა უნდა ითანამშრომლონ მჭიდროდ, რათა დაადგინონ, გააკონტროლონ და გამოააშკარაონ მათი ეს ძალისხმევა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ „ღია და გამჭვირვალე მედია საუკეთესო ბურჯია პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG