Accessibility links

მსოფლიოში 2 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა


15 აპრილის 9:30 საათის(თბილისის დროით) მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. ამ მონაცემებს აქვეყნებს მკვლევრების და მოხალისეების საერთაშორისო ჯგუფი Worldometer-ი, რომელიც მსოფლიოში ვირუსის გავრცელებას აკვირდება.

გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 126 700-ს აჭარბებს. უკვე გამოჯანმრთელდა 484 500-ზე მეტი ადამიანი.

დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია. დაავადებულთა საერთო რიცხვით მეორე ადგილზე ესპანეთია, გარდაცვლილთა რაოდენობით კი - იტალია.

მძიმე პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის ბოლოდან დაიწყო ჩინეთის ქალაქ უჰანიდან. ამჟამად COVID-19 გავრცელებულია მსოფლიოს 210 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG