Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: მორწმუნისთვის სახლში დარჩენა რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი


თბილისის მერი, კახა კალაძე მორწმუნეებს მოუწოდებს სახლში დარჩნენ. ამის შესახებ მან აღდგომის დღესასწაულის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე Facebook-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

"მე მგონია, რომ ჩვენი სარწმუნოება ამას გვასწავლის. დარწმუნებული ვარ, მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე, რამეთუ მისი სულიერი მისიაა მოყვასზე ზრუნვა. სახლში დარჩენა მისი რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი. ყველა მორწმუნეს მინდა ვთხოვო, დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისთვის, სხვების სიცოცხლისთვის", - თქვა მან.

საქართველოში კორონავირუსის მომეტებული საფრთხის გამო თითქმის ყოველდღე მკაცრდება დაწესებული რეგულაციები. დღეიდან თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის შესასვლელები იკეტება. საფრთხის მიუხედავად, ეკლესია არ აპირებს მსახურებაში ცვლილება შეიტანოს, შაბათს სააღდგომო ლიტურგია ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG