Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასწრაფო დახმარების ექთანს კორონავირუსის სიმპტომები აქვს


ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედდა, რომელსაც COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. მის ბიოლოგიურ მასალას კვლევისთვის თბილისის „ლუგარის ლაბორატორიაში“ გაგზავნიან.

დღესვე, მეორედ შემოწმდება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს COVID-ინფიცირებული პაციენტის, გალელი ქალის მდგომარეობა და თუ პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, გამოჯანმრთელებული კლინიკას დატოვებს. ამ პაციენტზე პირველი უარყოფითი პასუხი 14 აპრილს მიიღეს.

50 წლის ქალი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 29 მარტს მოათავსეს. მას კორონავირუსი 30 მარტს დაუდასტურდა. ქალს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. 13 აპრილს, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 67 წლის მამაკაცი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრები, რომელიც თურქეთში იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG