Accessibility links

ლევან რატიანი: გაუფრთხილდით თავს, ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ამდენ პაციენტს ვერ აუვალთ


ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ დისტანცია დაიცვან და სახლში დარჩნენ. მისი თქმით, ეს აუცილებელია გადასარჩენად.

"დადგა მომენტი, როცა ერთმანეთს უნდა დავცილდეთ. უნდა დავცილდეთ იმიტომ, რომ გადავრჩეთ... ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ აუვალთ ამდენ [პაციენტს], თუ არ დაიცავით ერთი რამ, დარჩით სახლში ფიზიკური დისტანციით... ჩვენთვის მთავარია, რაც შეიძლება მეტი გადავრჩეთ, მაგრამ თქვენც უნდა გაუფრთხილდეთ თავს", - თქვა რატიანმა.

საქართველოში ყოველდღიურად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებული 306 პაციენტია, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG