Accessibility links

logo-print logo-print

ირაკლი ოქრუაშვილი საპატიმროდან განცხადებას ავრცელებს


პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ უახლოეს თვეებში ქვეყანა გაღატაკების ზღვარზე აღმოჩდება.

ოქრუაშვილის განცხადება მის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა: „პრობლემას ვერც იმაში ვხედავ რომ ციხეში ვარ და ვერც იმაში, რომ ივანიშვილის დავალებით 5 წელი მომისაჯეს სრულიად უსამართლოდ. პრობლემა იმაშია, რომ ქვეყანა 90-იანი წლების დონის გაღატაკების ზღვარზე აღმოჩნდება უახლოეს 2-3 თვეში. მთლიანად დამოკიდებული ვართ საგარეო ფინანსურ დახმარებაზე ამერიკისა და ევროკავშირისგან და ამ დროს, ამ ქვეყნების ელჩების წინაშე გაფორმებულ შეთანხმებას არღვევ და მათ წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებ.
თუ ვინმეს ჰგონია რომ ივანიშვილის “კაპეიკებით” ამოვალთ ამ წლის ეკონომიკური პრობლემებიდან, ძალიან ცდება“.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს 20-21 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილის პარლამენტში შეჭრის მცდლობის საქმეზე.

2020 წლის 13 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო „ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისათვის, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა“ და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

14 აპრილს აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის ელჩმა გამოთქვეს შეშფოთება ოქრუაშვილის საქმის გარემოებების გამო და 8 მარტის შეთანხმების ხელმომწერებს შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG