Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. კომენდანტის საათი 90-მა მოქალაქემ დაარღვია


ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 198 ახალი ფაქტი. ამ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, 15 აპრილს ავრცელებს.

14 აპრილის საღამოს 9 საათიდან 15 აპრილის დილის 6 საათამდე, პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით დააჯარიმა 90 მოქალაქე.

საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობისთვის დაჯარიმდა 91 მოქალაქე.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის დააჯარიმეს 17 პირი.

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 21 მარტიდან გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების და 31 მარტიდან ამოქმედებული ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის ფიზიკურ პირებს 3 000 ლარით აჯარიმებენ, ხოლო იურიდიულ პირებს 15 000 ლარით.

შსს-ს მიერ 13 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, დარღვევების საერთო რიცხვი იყო 104, ხოლო 14 აპრილის მონაცემებით - 199.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 14 აპრილს აღიარა, რომ შსს-ს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა გასულ კვირას, ბზობის დღესასწაულზე, როცა სხვადასხვა ტაძართან ირღვეოდა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG