Accessibility links

დეკანოზი შალვა კეკელია: ვინც კანონს დაარღვევს, დაჯარიმდება, არ შეიძლება 9-დან ქუჩაში ყოფნა


მამა შალვა კეკელია ამბობს, რომ კომენდანტის საათის დარღვევისთვის ადამიანების დაჯარიმება ბუნებრივი პროცესია. აღდგომის ღამესთან დაკავშირებით არსებულ გეგმებზე ის "რუსთავი 2"-ს ესაუბრა.

"ადამიანი, რომელიც კანონს არღვევს, ის, ბუნებრივია, დაჯარიმდება. ითქვა, რომ 9 საათიდან 6 საათამდე კომენდანტის საათია და ამ დროს ქუჩაში არავინ უნდა იყოს", - ამბობს მამა შალვა კეკელია.

ის ხელისუფლებას სთხოვს, რომ ლიტურგიის დროს ადამიანებს შორის დისტანციის დაცვაში დაეხმარონ.

კორონავირუსის საფრთხის გამო საქართველოში 21 აპრილის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამ დროის განმავლობაში იკრძალება სამ პირზე მეტი ადამიანის შეკრება და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება. წესების დარღვევისთვის მოქალაქე 3 ათასი ლარით ჯარიმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG