Accessibility links

საქართველოს მთავრობა: ფეისბუკს გამყრელიძის სახელით შექმნილი ყალბი ანგარიშები გავაუქმებინეთ


საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ფეისბუკზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ყალბი ანგარიშები გაუქმებულია. პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ფეისბუკთან.

​"აღნიშნული ყალბი ანგარიშების გაუქმების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციამ მიმართა სოციალურ ქსელს, რის შედეგადაც ამ დროისთვის ისინი უკვე დახურულია. ამასთან, ადმინისტრაცია აქტიურად იკვლევს საქართველოს სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლების სახელით შექმნილ სხვა ყალბ ანგარიშებსაც", - წერია განცხადებაში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ყალბი ანგარიშის არსებობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა. გარდა ამისა, დღეს, 15 აპრილს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ მსგავსი ანგარიშები მისი სახელითაც იყო შექმნილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG