Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის ანგარიში: მკაცრი ზომების გარეშე COVID-19-ით შეიძლება 400 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალოს


იაპონიის მედია ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტროს შიდა მოხმარების პროგნოზს, რომლის თანახმად, შემაკავებელი ზომების გარეშე ქვეყანაში COVID-19-ის მსხვერპლის რიცხვი 400 ათასამდე შეიძლება გაიზარდოს. ასევე დაიანგარიშეს, რომ მკაცრი ზომების გაუტარებლად ფილტვების ვენტილაცია შეიძლება დასჭირდეს 850 ათას ადამიანს.

იაპონიაში დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 8000-ს გადააჭარბა, გარდაცვლილებისამ კი 200-ს მიაღწია.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყანაში, განსაკუთრებით დედაქალაქ ტოკიოში, დაავადებულთა რიცხვის ზრდა შეინიშნება. ამას ხელისუფლებამ საგანგებო ვითარების გამოცხადებით უპასუხა ტოკიოსა და ექვს სხვა რეგიონში. ამ ზომების მიზანია, 70%-ით შეზღუდოს ადამიანებს შორის ურთიერთობა.

ზომები ითვალისწინებს ხალხის თვითიზოლაციას და ბიზნესების დახურვას. ამ მოთხოვნების დაუმორჩილებლობა არ ისჯება.

გასულ დღე-ღამეში იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების 125 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ოთხშაბათს იაპონიამ განაცხადა, რომ მარტში უცხოელ სტუმართა რაოდენობამ 93%-ით იკლო შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით. მთავრობა ტურიზმს ეკონომიკის ზრდის მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG