Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.13 ლარი ღირს


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

16 აპრილისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.1334 ლარი (15 აპრილი - 3.1349​);
  • 1 ევრო - 3.4173 ლარი (15 აპრილი - 3.4305);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 3.9158 ლარი (15 აპრილი - 3.9299);
  • 100 რუსული რუბლი - 4.2165 ლარი (15 აპრილი - 4.2656);
  • 1 თურქული ლირა - 0.4554 ლარი (15 აპრილი - 0.4616)
  • 10 უკრაინული გრივნა - 1.1516 ლარი (15 აპრილი - 1.1532).

15 აპრილს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.1363 ლარი.

31 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

15 აპრილს, 21:00 საათიდან ოთხ დიდ ქალაქში (თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში) შესვლა და გამოსვლა, 10 დღით აიკრძალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG