Accessibility links

სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს ვიდეოზარით ელაპარაკა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს ვიდეოზარით ელაპარაკა. ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტებმა ერთმანეთს საქართველოსა და სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება გააცნეს და იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით ტარდება.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, საუბრისას აღინიშნა, რომ შექმნილ მძიმე კრიზისულ ვითარებაში მნიშვნელოვანია მჭიდრო რეგიონული თანამშრომლობა და სოლიდარული მიდგომები. პრეზიდენტებმა განიხილეს ასევე, კორონავირუსის პოსტკრიზისული პერიოდისათვის მზადების საკითხები, საჭიროებები და ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავების გზები.

სალომე ზურაბიშვილი მანამდე ვიდეოზარით ელაპარაკა აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG