Accessibility links

მსოფლიოს ლიდერებმა დაგმეს დონალდ ტრამპის მიერ WHO-სთვის დაფინანსების შეჩერება


მსოფლიოს ლიდერებმა დაგმეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, დაფინანსება შეუჩეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO).

15 აპრილს გერმანიამ, რუსეთმა, ჩინეთმა, გაერომ და ჯანდაცვის ექსპერტებმა მწვავედ გააკრიტიკეს WHO-სთვის მილიონობით დოლარის შეჩერება კრიზისის პირობებში, რომელშიც მთელი მსოფლიოა ჩათრეული.

„სხვათა დადანაშაულება არ არის დახმარება... ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა გაეროს გაძლიერება, ყველაზე მეტად კი არასაკმარისად დაფინანსებული ჯანდაცვის მსოფლო ორგანიზაციისა“, დაწერა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ტვიტერში მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე ტრამპმა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მართვაში დაშვებულ სერიოზულ შეცდომებში დასდო ბრალი WHO-ს.

ტრამპის თქმით, ამ პაუზის დროს მოხდება WHO-ს როლის 60-90-დღიანი შეფასება.

აშშ WHO-ს ყველაზე დიდი დონორია. 2019 წელს მან ორგანიზაციის ანგარიშზე 400 მილიონ დოლარზე მეტი შეიტანა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა.

როგორც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბანკი მეტყველებს, ამ დროისთვის მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილია 128 ათასზე მეტი ადამიანი.

ინფიცირებისა და გარდაცვლილთა ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია აშშ-ში. ინფიცირებულთა რიცხვმა 609 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია 26 ათასზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG