Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID -19 ინფიცირებული ერთი პაციენტი შეიყვანეს


წყალტუბოს მუნიციპლაიტეტის სოფელ ფარცანაყანებიდან შუახნის მამაკაცი გადაიყვანეს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. მას დადასტურებული აქვს COVID – 19. „პაციენტი, რომელიც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებიდან, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გადაიყვანა, დადასტურებული აქვს COVID - 19. მას ლაბორატორიული კვლევა აქვს ჩატარებული. მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, უტარდება მკურნალობა", - ამბობს ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 24 პაციენტი მკურნალობს, მათგან 12-ს პნევმონია აღენიშნება, სამის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა - არა კრიტიკული. პაციენტებს შორის სამი მცირეწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში კორონავირუსის 306 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 71, გარდაიცვალა სამი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG