Accessibility links

„დიდი ოცეული“ შეთანხმდა, ვალების გასტუმრების ვადები შეუცვალოს მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს


„დიდი ოცეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ, ვალების გასტუმრების ვადები შეუცვალონ მსოფლიოს ზოგიერთ უღარიბეს ქვეყანას.

შეთანხმება 15 აპრილს იქნა მიღწეული და ეხება ვალებს, რომლებიც „დიდი ოცეულისთვის“ - მსოფლიოს ოცი უდიდესი ეკონომიკისთვის - წლის ბოლომდე იყო გადასახდელი.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა, რომ მორატორიუმში მოყვება 20 მილიარდი დოლარის ვალები.

ინიციატივა გავრცელდება 76 ქვეყანაზე და მისი მიზანია დაეხმაროს მათ კორონავირუსის პანდემიასთან და მის ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ კრიზისი 9 ტრილიონ დოლარამდე დააკარგვინებს მსოფლიო ეკონომიკას, რომელიც წელს 3%-ით შემცირდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა საგანგებო დაფინანსების პროგრამები გამოყო უღარიბესი წევრი ქვეყნებისთვის. ორგანიზაციებს დახმარების თხოვნით მიმართა ასმა ქვეყანამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG