Accessibility links

რუსთავში ქუჩების დეზინფექცია მიმდინარეობს


ცენტრალური ქუჩის გასწვრივ ტროტუარების და უბნებში შემავალ გზებს სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ ქალაქ რუსთავში. სამუშაოები, 14 აპრილს კარანტინის საათებში დაიწყეს და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. რუსთავის მერიის განცხადებით, ქუჩებს ისეთ ადგილებში (სასურსათო მაღაზიების დ აფთაქების მიმდებარე ტერიტორია) დაამუშავებენ, სადაც მოსახლეობის გადაადგილება ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი. რამდენიმე დღის წინ, რუსთავის მერიამ, ქალაქში არსებული ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია ჩაატარა.

რუსთავში COVID -19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა უცვლელია. ახალი კორონავირუსი რუსთავიდან 8 ადამიანს დაუდასტურდა. ქალაქში სამი საკარანტინო სივრცეა მოწყობილი, სადაც ამ დროისთვის 172 მოქალაქე იმყოფება. რუსთავში შესვლა და გამოსვლა, სხვა სამი დიდი ქალაქის მსგავსად, 15 აპრილს 21.00 საათიდან აიკრძალა. კონტროლი ხუთი ბლოკ-საგუშაგოდან ხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG