Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეები პარიზიდან ბრუნდებიან


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

დღეს, 16 აპრილს საქართველოს ასზე მეტი მოქალაქე სამშობლოში პარიზიდან დაბრუნდება. ავიარეისს კომპანია „Georgian Airways“-ი შეასრულებს.

კორონავირუს COVID-19-თან საბრძოლველად მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ეტაპობრივად დასაბრუნებლად დანიშნული მომდევნო ავიარეისებია:

18 აპრილი - თბილისი-თელავივი-თბილისი;

21 აპრილი - თბილისი-რომი-თბილისი;

24 აპრილი - თბილისი-ბარსელონა-თბილისი;

27 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი;

30 აპრილი - თბილისი-მადრიდი-თბილისი;

2 მაისი - თბილისი-პრაღა-თბილისი.

ავიაკომპანია „Georgian Airways“-მა ბილეთების ონლაინგაყიდვა უნდა დაიწყოს რეისამდე ორი დღით ადრე და ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღემდე სხვადასხვა ქვეყნიდან შესრულდა 20-ზე მეტი ავიარეისი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქეთა ეტაპობრივად დაბრუნებისას უპირატესობა ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უკვე ფლობდნენ დასაბრუნებელ ავიაბილეთებს და დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს სამშობლოში გამგზავრება, ასევე, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე მოქალაქეებს, ორსულებს, ხანდაზმულებს, ოჯახებს მცირეწლოვანი ბავშვებით, სტუდენტებს, რომლებსაც დაფინანსება შეუწყდათ და პირებს, რომლებიც COVID-19-ის გავრცელების გამო დარჩნენ თავშესაფრის გარეშე, ან ავტოტრანსპორტით უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ საზღვრების დაკეტვის გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გზით საქართველოში ორგანიზებულად უკვე დაბრუნდა 5800-ზე მეტი მოქალაქე.

სამშობლოში დაბრუნებულები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას სამგზავრო გადაყვანისთვის დაკეტილი აქვს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG