Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი: აშშ-მა კორონავირუსის პიკი გადალახა


აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანამ გადალახა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების პიკი.

თეთრ სახლში 15 აპრილს, საღამოს გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ბრძოლა გრძელდება, თუმცა, არსებული მონაცემები მეტყველებს, რომ პიკი გავლილია. ტრამპის შეფასებით, ამერიკის სტრატეგია მუშაობს, მაგრამ ყურადღება არ უნდა მოადუნონ.

ამასთან, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა მეტყველებს, რომ ბოლო დღეებში აშშ-ში კვლავ გაიზარდა ინფიცირებულების და გარდაცვლილთა რიცხვი. აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა გავრცელების მასშტაბით და ლეტალური შედეგებით. ქვეყანაში საერთო ჯამში დაავადდა 630 000-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 31 000-ს უახლოვდება.

მიუხედავად ამისა, აშშ-ის პრეზიდენტი დღეს, 16 აპრილს აპირებს წარმოადგინოს ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის ძირითადი პრინციპები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG