Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკა სოლოღაშვილი: შეიძლება ისე განვითარდეს, რომ არ გვეყოს მედპერსონალი, ადგილები და ეკიპირება


მაკა სოლოღაშვილი
მაკა სოლოღაშვილი

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის არსებული დინამიკით ზრდის პირობებში, კლინიკას ამ დროისათვის მედპერსონალის ეკიპირებისთვის საჭირო 10 დღის მარაგი აქვს. მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრად მატების შემთხვევაში კი შესაძლოა საავადმყოფოს არ ეყოს არც მედპერსონალი, არც ადგილები და არც ეკიპირება:

„ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. შესაძლებელია ეს ყველაფერი განვითარდეს ისე, რომ არ გვეყოს არანაირი მარაგი. ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველამ ვიფიქროთ იმაზე, რომ შეიძლება არ გვეყოს არც მედპერსონალი არც არც ადგილები არც ეკიპირება და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე.

თუ ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ამ დროისთვის ვიქცევით და კიდევ უფრო ავიმაღლებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ყველაფერი საბედნიეროდ გადაივლის ალბათ ზედმეტი გართულებების გარეშე. მაგრამ ეს ყველაფერი არის ჩვენი საზოგადოების ხელში. ამიტომ დარჩით სახლში. ჩვენ ვიმუშავებთ და ვიზრუნებთ მაქსიმალურად თქვენი ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისი განმარტებით ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა საჭიროების შემთხვევაში ამ დროისათვის განთავსებული პაციენტების ორჯერ გაზრდილი რაოდენობის მიღებას შეძლებს:

„თუ დადასტურებული იქნება ყველა მივიღებთ დაახლოებით ერთი ამდენ რაოდენობას კიდევ. თუ იქნება საეჭვო პაციენტები, რაც მოითხოვს თითო პალატაში თითო ადამიანის იზოლირებულად მოთავსებას, მაშინ რესურსი უკვე საკმაოდ მცირეა“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისათვის მკურნალობს 51 პაციენტი, აქედან ახალი კორონავირუსი დადასტურებული აქვს 22 პაციენტს.

16 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში 306-დან 336-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი.

საქართველოში თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე დაფიქსირებული სულ 336 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 74. გარდაცვლილია 3.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG