Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 264 შემოწმებული კომპანიიდან მოთხოვნებს 224 აკმაყოფილებს


საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედი მითითებების და რეკომენდაციების შესრულება გასული ერთი კვირის განმავლობაში 260-ზე მეტ კომპანიაში შემოწმდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მისი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ჯგუფმა 6-14 აპრილის პერიოდში შეამოწმა 264 კომპანიის საქმიანობა.

შემოწმებული კომპანიებიდან 105 ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მათგან 79 -მა ჯანდაცვის სამინისტროს მითითებები სრულად დააკმაყოფილა.

რაც შეეხება სხვა დაშვებულ საქმიანობას, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა შეამოწმა 58 კომპანია, რომელთაგან 44 მითითებებს ასრულებს.

საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გადარჩეული კომპანიებიდან სულ 101 შემოწმდა. მათგან 68 კომპანია აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ხოლო 33 კომპანია - ვერ.

რაც შეეხება 14 აპრილის სტატისტიკას, გადამოწმდა 40 კომპანიის 41 ობიექტი. მათგან 30 ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანია, საიდანაც ჯანდაცვის რეკომენდაციებთან შესაბამისობის პირობები დააკმაყოფილა 27-მა. საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით შემოწმდა 9 კომპანია, რომლებმაც ეკონომიკის სამინისტროს მის ვებსაიტზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით მიმართეს. მათგან 8 კომპანიამ მითითებები და რეკომენდაციები დააკმაყოფილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG