Accessibility links

სპარსეთის ყურეში აშშ-ის საზღვაო ფლოტის გემების მიმართ სახიფათო მანევრი განახორციელეს ირანის კატარღებმა


აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის თანახმად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 11-მა კატარღამ სახიფათო და შემაწუხებელი მანევრი განახორციელა აშშ-ის სამხედრო გემების მიმართ სპარსეთის ყურეში. აშშ-ის გემები საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდნენ და წვრთნას გადიოდნენ 15 აპრილის ინციდენტის დროს. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა აშშ-ის მეხუთე ფლოტმა ტვიტერის საშუალებით.

გუშაგთა კორპუსის ერთი კატარღა ათი მეტრის მანძილზე მიუახლოვდა აშშ-ის ხომალდს, მეორე კი - 50 მეტრის დაშორებით. გემები იძულებული იყვნენ შეტაკების თავიდან ასაცილებლად მიმართულება შეეცვალათ. ფლოტის თანახმად, გუშაგთა კორპუსის კატარღები მოქმედებდნენ "სახიფათოდ და არაპროფესიონალურად". ამავე ცნობით, არავინ დაშავებულა, მაგრამ ირანის კატარღებმა დაარღვიეს ზღვაოსნობის წესი და სხვა ხომალდების უსაფრთხოება არეალში, სადაც საერთაშორისო საზღვაო სამართალი მოქმედებს.

ეს ინციდენტი მოჰყვა სხვა შემთხვევას სტრატეგიული მნიშვნელობის ჰორმუზის ყურესთან, როცა ჰონგ-კონგის დროშით მოცურავე ტანკერზე გადავიდნენ შეიარაღებული, დაუდგენელი პირები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომFox News-ს უთხრა, რომ აშშ განიხილავს, როგორ უპასუხოს და გამოხატოს ინციდენტით უკმაყოფილება საუკეთესო გზით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG