Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყნის მთავარი საფრთხე რუსეთის გამოხატული პოლიტიკა იყო - სუს-ის 2019 წლის ანგარიში


საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მთავარი საფრთხე რუსეთის ადვილად ხილული პოლიტიკა იყო. ანგარიში პარლამენტს გუშინ, 15 აპრილს გაეგზავნა.

"გავლენის მოსაპოვებლად რუსეთი კვლავ ახორციელებდა ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით სამხედრო ზეწოლას, ასევე მიმართავდა სხვადასხვა სახის ფარულ და კიბეროპერაციებსა და მედიამანიპულაციებს", - წერია ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აქტიურობა გარკვეული თვალსაზრისით მიზნად ისახავდა შიდა პოლიტიკური პროცესებისა და საზოგადოებრივ წესრიგში არეულობის შეტანას:

"საქართველო, მისი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მუდმივად დგას შუღლის გაღვივების და სეპარატისტული გამოვლინებების საფრთხის წინაშე. ამ მხრივ, საქართველოს ცალკეული რეგიონების მიმართ ინტერესს იჩენდნენ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG