Accessibility links

ბელარუსმა ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის გახსნა გადადო კორონავირუსის პანდემიის გამო


ბელარუსმა ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის გახსნა გადადო კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული შიშის გამო. თუმცა ვაჟთა საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება.

ქალთა ლიგის ტურნირი 16 აპრილს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ გუშინ განაცხადა, რომ ჩემპიონატის გახსნა „გადადებულია განუსაზღვრელი ვადით“.

ფედერაციის თანახმად, რამდენიმე სპორტსმენ ქალს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსის „შესაძლო მატარებლებთან“.

ბელარუსი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ ტარდება ვაჟთა საფეხბურთო მატჩები ტრიბუნებზე გულშემატკივრებით.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ არ არის საჭირო მკაცრი ზომების გატარება. თუმცა ქვეყანაში იზრდება ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა და გარდაცვლილთა რაოდენობა.

ბელარუსის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა თანახმად, დადასტურებულია ინფიცირების 4204 შემთხვევა, გარდაცვლილია 40.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG