Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება ქალაქ ბოლნისის სრულად ჩაკეტვის საკითხს განიხილავს


ეპიდემიოლოგებთან ქალაქ ბოლნისის სრულად ჩაკეტვის საკითხი განიხილება მას შემდეგ, რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19- ით დაავადების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ 15 მარტს კოვიდ-19-ის სიმპტომების მქონე 34 ადამიანისგან აღებული სინჯების გამოკვლევის შედეგად რვას ინფექცია დაუდასტურდა. ისინი ინფიცირებული ექიმების კლასტერიდანაა.

"ინფიცირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ექიმი და ორი ექთანი, ასევე ადრე დაინფიცირებული ექიმის ოჯახის ხუთი წევრი", თქვა შოთა რეხვიაშვილმა.

გუბერნატორის თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლები სავანეთი და ქვემო ბოლნისი ისედაც ჩაკეტილია, მკაცრ კარანტინშია თავად მუნიციპალიტეტის ტერიტორია, მაგრამ ადმინისტრაციულ ცენტრს ესაზღვრება "ვრცელი ტერიტორია - ორი თემი და რამდენიმე სოფელი".

ქვემო ქართლში დღემდე კოვიდ-19-ით დაავადების 50 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 8 გამოჯანმრთელდა.

მკაცრ კარანტინშია მოქცეული მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები. 15 აპრილიდან მათ ქალაქი რუსთავიც შეუერთდა. ცალკეული გამონაკლისების გარდა, აკრძალულია მოქალაქეთა შესვლა და გამოსვლა.

რუსთავში 5 გამშვები პუნქტი მუშაობს, თუმცა, გუბერნატორ რეხვიაშვილის თქმით, ბლოკპოსტების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

"რეგულაციები პერიოდულად მკაცრდება. სანამ არ გავხდებით ადეკვატურები, მანამდე იქნება ეს შეზღუდვები.მოუსმინეთ ექიმებს, არც მათი რესურსია ამოუწურავი.ისინიც ადამიანები არიან", თქვა რეხვიაშვილმა მოსახლეობის მისამართით.

მისივე თქმით, სააღდგომოდ სასაფლაოები დაიკეტება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG