Accessibility links

17 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.13 ლარი ღირს


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

17 აპრილისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.1361 ლარი (16 აპრილი - 3.1334​);
  • 1 ევრო - 3.4111 ლარი (16 აპრილი - 3.4173);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 3.9142 ლარი (16 აპრილი - 3.9158);
  • 100 რუსული რუბლი - 4.2319 ლარი (16 აპრილი - 4.2165);
  • 1 თურქული ლირა - 0.4531 ლარი (16 აპრილი - 0.4554)
  • 10 უკრაინული გრივნა - 1.1534 ლარი (16 აპრილი - 1.1516).

16 აპრილს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.1425 ლარი.

31 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

15 აპრილს, 21:00 საათიდან ოთხ დიდ ქალაქში (თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში) შესვლა და გამოსვლა, 10 დღით აიკრძალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG