Accessibility links

კიევმა და უკრაინელმა სეპარტისტებმა ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი განახორციელეს


ტყვეების გაცვლა მაიორსკის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან. 2020 წ. 16 აპრილი.

უკრაინის მთავრობამ და ამ ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა ხუთშაბათს ტყვეების გაცვლის კიდევ ერთი ეტაპი განახორციელეს.

ხუთშაბათს დილით ჰორლოვკის მახლობლად ტყვეების გაცვლა მოხდა უკრაინასა და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკას“ შორის. კიევს გადაეცა ცხრა უკრაინელი „დსრ“-ის 11 მოსახლის სანაცვლოდ.

დღესვე მოგვიანებით „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელისუფლებამ კიევს 11 ადამიანი გადასცა. საპასუხოდ სეპარატისტებს გადაეცათ შვიდი ადამიანი. მათგან ოთხი დაბრუნდა სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, სამმა უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშ ტერიტორიაზე დარჩენა არჩია. ამის შესახებ დონბასში კონფლიქტის მოგვარების საკონტაქტო ჯგუფს აცნობა „ლსრ“-ის წარმომადგენელმა ოლგა კობცევამ, იტყობინება „ინტერფაქსი“.

უკრაინის და რუსეთის მხარეებმა "სამმაგ საკონტაქტო ჯგუფში" 8 აპრილს განაცხადეს, რომ ტყვეების გაცვლა უნდა მომხდარიყო აღდგომის დღემდე, ანუ 19 აპრილამდე.

უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას მერე, რაც კიევში 2014 წლის თებერვლის საპროტესტო გამოსვლების შედეგად გადააყენეს პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი.

ამის შემდეგ რუსეთმა, უკრაინის ტერიტორია, ყირიმის ნახევარკუნძული, დაიკავა და ხელი შეუწყო სეპარატისტულ მოძრაობას უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც მიმდინარე ომს დღემდე 13200 ადამიანი ემსხვერპლა.

ტყვეების გაცვლა მოჰყვა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის მოწოდებას მეომარი მხარეებისადმი მთელ მსოფლიოში, შეწყვიტონ ბრძოლა კორონავირუსის პანდემიის ვითარებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG