Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ადამიანის უფლებების საბჭო ეწინააღმდეგება მეორე მსოფლიო ომის დამთავრების აღნიშვნას 3 სექტემბერს


ვალერი ფადეევი
ვალერი ფადეევი

რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებების საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს მეორე მსოფლიო ომის დამთავრების დღესასწაულის გადატანას 2-დან 3 სექტემბერს, რომელიც ბესლანის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. ადამიანის უფლებების საბჭოს ხელმძღვანელმა ვალერი ფადეევმა თხოვნით მიმართა ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს, ვალენტინა მატვიენკოს, არ მიიღოს კანონპროექტი, რომელიც ადრე დაამტკიცა სახელმწიფო დუმამ.

ფადეევის წერილში ნათქვამია, რომ საბრძოლო დიდების დღის 3 სექტემბრისთვის გადატანას „გაგებით ვერ მოეკიდებიან ჯოჯოხეთური ტერაქტის მსხვერპლთა ნათესავები და ახლობლები“.

14 აპრილს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ, მეორე მსოფლიო ომის დამთავარების თარიღის აღნიშვნა 3 სექტემბრისთვის გადაიტანა. კანონპროექტში მითითებულია 2 სექტემბერი. მაგრამ კანონპროექტის ავტორთა ახსნა-განმარტებით წერილში ნათქვამია, რომ „მეორე მსოფლიო ომის დასრულებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის გამარჯვებამ იაპონიაზე 1945 წელს,“ რაც 3 სექტემბერს გამოცხადდა. ფედერაციის საბჭო 17 აპრილს განიხილავს კანონპროექტს.

2004 წლის 3 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის სკოლაში, სადაც ტერორისტებს 1128 მძევალი ჰყავდათ დაკავებული, რუსეთის სამართალდამცავების მიერ განხორციელებული შტურმისას დაიღუპა 334 ადამიანი, მათგან 186 ბავშვი. ეს ტერაქტი დღემდე უდიდესია რუსეთის ისტორიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG