Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამა ანდრია არის ტერორისტი და ვუჩივი - მოქალაქემ პატრული გამოიძახა


მოქალაქე გიორგი ოკმელაშვილმა მამა ანდრია ჯაღმაიძეს პოლიციაში უჩივლა. მას მიაჩნია, რომ ჯაღმაიძის საჯარო განცხადება, რომ სააღდგომო წირვები ჩატარდება ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს შეიცავს.

"მამა ანდრიას ვუჩივი [სისხლის სამართლის კოდექსის] 132-ე მუხლით (განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა), რომ არის ტერორისტი. მინდა ყველამ დარეკოთ და იჩივლოთ", - ამბობს ოკმელაშვილი ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეოში.

ოკმელაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ყვება, რომ მისი ეს ქმედება მხოლოდ იმ სასულიერო პირებს უკავშირდება, რომელებიც თავიანთი განცხადებებით ეპიდემიის გავრცელებას უწყობენ ხელს.

"მგონია, რომ ეს წყალში ყრის ჩემი ერთი თვის ნაშრომს, რაც გავატარე იზოლაციაში - მეგობრებისა და მშობლების არნახვაში, არშრომაში და იმ რეგულაციების დაცვაში, რასაც კანონი ითვალისწინებს. ეს მოწოდება არის არაკანონიერი და ეს წირვები ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელებას. ამიტომ ავდექი და დავრეკე პატრულში და განვაცხადე, რომ ვარ ასეთი წირვების წინააღმდეგი და მეშინია, რაც შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს", - ამბობს ის.

დაიწყო თუ არ ამ საქმეზე გამოძიება, რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხს ელოდება. მუხლი, რომლითაც ოკმელაშვილი გამოძიების დაწყებას მოითხოვს, სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნას გულისხმობს. ამ მუხლით ჯარიმა, გამოსასწორებელი სამუშაო ან ერთწლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG