Accessibility links

ბზობას თელავში ბზის გამყიდველი დააჯარიმეს


ბზობას, 12 აპრილს თელავში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ბზის გამყიდველი 3000 ლარით დააჯარიმეს. 50 წლის ივანე დემურაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენიდან არის. როგორც თავად ამბობს, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და არასრულწლოვან შვილს მარტო ზრდის. „არ მინდოდა ჩემს შვილს ღამე მშიერს დაეძინა. ვიცი, კანონი დაარღვიე, მაგრამ იმ დროს როცა ბზის გასაყიდად წავედი, მხოლოდ ჩემ შვილზე ვფიქრობდი. მარტოხელა მამა ვარ, სახლიც თავზე გვენგრევა, თუმცა ყოველდღიური საფიქრალი საკვების მოპოვებაა“, - თქვა ივანე დემურაშვილმა და დაამატა, რომ ისინი სოციალურად დაუცველთათვის განკუთნილ დახმარებას იღებენ.

ბზობას თელავში მცხოვრები 73 წლის მიშა ყარაულაშვილიც დააჯარიმეს, რომელიც ასევე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტიტებს ყიდდა. ყარაულაშვილმა, როგორც თავადვე ამბობს, ტიტების გაყიდვა, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოჯახის წევრისთვის წამლის საყიდლად ფული არ ჰქონდა.

მიშა ყარაულაშვილს მისთვის უცნობი ადამიანები დაეხმარნენ და, როგორც სოციალური აქციის ორგანიზატორები ამბობენ, 10 000 ლარზე მეტი შეუგროვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მიხეილ ყარაულაშვილის დაჯარიმების ამბავზე რადიო თავისუფლებამ მასალა მოამზადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG