Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა მთელს ქვეყანაზე გააფართოვა


იაპონიის ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად მთელს ქვეყანაზე გააფართოვა საგანგებო მდგომარეობა.

პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ საგანგებო ტელემიმართვაში გამოაცხადა, რომ რეჟიმი მინიმუმ 7 მაისამდე იმოქმედებს. მან ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ COVID-19-ით დაავადების შემთხვევები აღმოჩნდა იმ პრეფექტურების ფარგლებს გარეთ, სადაც ადრე შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა.

პრემიერის თქმით, იმისთვის, რომ შეწყდეს ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა, იაპონიამ უნდა მიაღწიოს სოციალური კონტაქტების 80%-ით შემცირება. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმავლობაში ქვეყნის ყოველ მოქალაქეს თვეში დაახლოებით ათას დოლარს გადაუხდიან.

16 აპრილისთვის იაპონიაში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 8600-ზე მეტი შემთხვევა. გარდაიცვალა 178 ადამიანი.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რიცხვია 2 მილიონ 88 ათასი, გარდაიცვალა 139 ათასზე მეტი.

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვის ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში.

დღეისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევა, გარდაიცვალა სამი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG