Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხათუნა ზახაშვილი: ვირუსის გამავრცელებლები არიან სიმპტომიანი პაციენტები


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის თქმით ცნობილი ფაქტია, რომ კორონავირუსით დაავადების ძირითადი უმრავლესობა ჩაივლის ძალიან მსუბუქად.

„80 %-ში დაავადება მიმდინარებს მსუბუქი ფორმით, მაგრამ დანარჩენი 20%-ის მდგომარეობა იმდენად მძიმე იქნება და იმდენად დიდი რაოდენობაა ეს, რომ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებას“

მისი სიტყვებით სიმპტომების მქონე პაციენტები არიან ვირუსის ძირითადი გამავრცელებლები.

„ისინი არიან გამავრცელებლები, მაშინ როდესაც ისინი ახველებენ ან აცემინებენ ან ესაჭიროებათ სპეციალიზირებული დახმარება. უსიმპტომო პაციენტებისგან დაავადების გავრცელების ინტენსივობა არის შედარებით დაბალი და ნაკლებ რისკს ქმნიან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის“,- განაცხადა ხათუნა ხაზაშვილმა, ფესბუკის მეშვეობით პირდაპირი ჩართვისას.

16 აპრილის 19:45 საათის მონაცემებით, საქართველოში covid-19-ის 340 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან გამოჯანმრთელდა 76. გარდაცვლილია-3

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG