Accessibility links

covid-19-ისგან 76 ადამიანი განიკურნა


საქართველოში ახალი კორონავირუსისგან, covid-19-ისგან განკურნებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 76 შეადგინა.

ოფიციალური სამთავრობო საიტის, StopCov.ge -ის მონაცემებით, 16 აპრილის 20 საათისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 340 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან, 76 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

StopCov.ge -ის თანახმად, ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმშია - 5000 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი - 494. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG