Accessibility links

მარინა ეზუგბაია მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ესაა მთავარი პირობა იმისთვის, რათა მოხერხდეს ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის კონტროლირებადი მატების შენარჩუნება:

„იმედი მაქვს, რომ ქვეყანა, ჩვენ, ხალხი, ყველა თქვენ, მე, ვისაც შეგვიძლია, რომ აკრძალვებს არ შევუშინდეთ და ყველა შეზღუდვა და აკრძალვა კარგად შევასრულოთ, არ დავარღვიოთ ყველა აკრძალვის ღონისძიება, რაც ჩვენ მოგვეთხოვება, რომ არ იყოს მატება, ისევ იყოს ზომიერი და კონტროლირებადი.

ზომიერი და კონტროლირებადი დაგვაძლებინებს ამ პრობლემას , რყევებისა და რისკების გარეშე.

შევძლებთ, რომ ყველამ ერთად, ჩვენ, თქვენ, მოსახლეობამ, მთავრობამ, ეკლესიამ, ყველამ ერთიანად რაღაცნაირად ეს პრობლემა გადავაგოროთ ზომიერი რყევებით”, - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.

16 აპრილის 20 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა 340 ინფიცირებული. მათგან გამოჯამრთელებულია 76, გარდაცვლილია-3.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG