Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ შეიძლება დროებით შეწყვიტოს კონგრესის მუშაობა


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ შეიძლება შეწყვიტოს კონგრესის მუშაობა მაღალ პოსტებზე კანდიდატურების დაუმტკიცებლობის გამო.

ტრამპის თქმით, ის იმედგაცრუებულია იმით, რომ კანონმდებლები არ ჩქარობენ დაამტკიცონ მის მიერ წარდგენილი წინადადებები, მათ შორის იმ ფედერალური უწყების ხელმძღვანელის კანდიდატურა, რომელიც კურირებს ისეთ მედიასაშუალებებს, როგორებიცაა „ამერიკის ხმა“ და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება. ორივე კორპორაცია აშშ-ის გადასახადის გადამხდელთაგან იღებს სახსრებს.

ტრამპის განცხადებამ გაიჟღერა თეთრი სახლის მიერ ახლახან „ამერიკის ხმის“ წინააღმდეგ გაკეთებული ბრალდებების ფონზე. პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სამაუწყებლო კომპანია კორონავირუსის პანდემიის თაობაზე ჩინეთის პროპაგანდას ავრცელებს.

აშშ-ის საკონსტიტუციო მექანიზმი პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, კონგრესის სხდომების შესვენება გამოაცხადოს და თავად განახორციელოს დანიშვნები, სენატის უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე. სენატს ამჟამად ტრამპის თანაპარტიელები - რესპუბლიკელები აკონტროლებენ.

ეს მექანიზმი ჯერჯერობით აშშ-ის არცერთ პრეზიდენტს არ გამოუყენებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG