Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპის ახალი გეგმა მკაცრი ზომების სამ ფაზად შემსუბუქებას ითვალისწინებს


ხუთშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმოადგინა ახალი გეგმა, რომლის მიზანია კორონავირუსის პანდემიის გამო ეკონომიკაში მოქმედი აკრძალვების კვლავ მოხსნა.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ შტატების გუბერნატორებს თავად ექნებათ საშუალება გადაწყვიტონ, რა ზომები დატოვონ და რა შეამსუბუქონ.

ახალი გეგმის მიზანია, აკრძალვები შესუსტდეს იმ არეალებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები დაბალია, სხვაგან კი, სადაც ვითარება უფრო რთულია, მკაცრი ზომები შენარჩუნდეს.

გეგმა ნათელყოფს, რომ ნორმალურ მდგომარეობამდე დაბრუნება ბევრად უფრო ნელა მოხდება, ვიდრე ეს ადრე ჰქონდა წარმოდგენილი ტრამპს. მაღალი რანგის ექსპერტების აზრით, სოციალური დისტანცირების ზოგიერთი ზომის შენარჩუნება შესაძლოა წლის ბოლომდე გახდეს საჭირო.

როგორც სამფაზიანი გეგმა მეტყველებს, ამერიკის ზოგიერთ შტატს საშუალება მიეცემა, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ შემოღებული შეზღუდვები გააუქმოს უკვე მიმდინარე თვეში.

ტრამპის გეგმის პირველ ფაზაში დიდი დაწესებულებები, როგორებიცაა რესტორნები და კინოთეატრები, შეიძლება კვლავ გაიხსნას სოციალური დისტანციის მკაცრი დაცვით.

მეორე ფაზაში კვლავ შეიძლება განახლდეს არასასიცოცხლო მნიშვნელობის გადაადგილება და გაიხსნას სკოლები.

მესამე ფაზაში სამედიცინო თვალსაზრისით სარისკო ჯგუფებში მყოფმა პირებმა შეიძლება განაახლონ საზოგადოებრივი ურთიერთობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG