Accessibility links

საქართველოში დროებით შეიზღუდა სასაფლაოზე მისვლა


დღეიდან, 17 აპრილიდან საქართველოში შეიზღუდა სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლა. მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვა 10 დღის განმავლობაში მოქმედებს.

გადაწყვეტილება მიღებულია კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის შესამცირებლად.

საქართველოში სააღდგომოდ საფლავებზე განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. განსაკუთრებით აღდგომის დღესასწაულიდან მეორე დღეს, რომელიც უქმედაც კი ცხადდება. მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომას 19 აპრილს აღნიშნავს.

17 აპრილის 9:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 348 შემთხვევა. მათგან 76 გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG