Accessibility links

COVID-19-ის შემსწავლელ ცენტრებზე კიბერშეტევები გახშირდა


აშშ-ის სპეცსამსახურები იძიებენ ჰაკერულ შეტევებს იმ სამეცნიერო და სამედიცინო ცენტრებზე, რომლებიც COVID-19-ს და მისი მკურნალობის მეთოდებს იკვლევენ. ამის შესახებ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორის თანაშემწის მოადგილემ, ტონია უგორეცმა განაცხადა ვაშინგტონის ასპენის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ინტერნეტ-დისკუსიაზე.

უგორეცის თქმით, ჰაკერები უცხო ქვეყნების მთავრობათა დავალებით მოქმედებენ. კონკრეტული ქვეყნები და ჰაკერული ჯგუფები მას არ დაუსახელებია.

ტონია უგორეცის განცხადებით, დაფიქსირებულია კიბერშეტევები რამდენიმე დაწესებულებაზე, განსაკუთრებით მათზე, ვინც საჯაროდ განაცხადა, რომ ახალი სახეობის კორონავირუსს იკვლევს.

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენელი ამბობს, რომ სამედიცინო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის, რომლებიც COVID-19-ის თერაპიაზე, ან პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ, მათი საქმიანობის საჯაროდ გაშუქება მნიშვნელოვანია, თუმცა, ამით ჰაკერთა სამიზნეები ხდებიან. კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ გაძლიერდა კიბერთავდასხმები ბიოფარმაცევტულ კომპანიებზეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG