Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი ექიმია


აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის პაციენტებს 2 ახალი პაციენტი დაემატა, მათგან ერთ-ერთი ექიმია. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, კლინიკაში სულ 51 პაციენტი მკურნალობს, აქედან კოვიდ-19 დადასტურებული აქვს 24 პაციენტს, საყურადღებოდ მიიჩნევა 9 პაციენტის მდგომარეობა.

17 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში 348-დან 370-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 პაციენტი.

საქართველოში თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე დაფიქსირებული სულ 370 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 77. გარდაცვლილია 3.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG