Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო: მთავრობასთან დაზუსტდა, რომ გადაადგილების პრობლემა ჩვენ არ გვექნება


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აცხადებს, რომ მთავრობა აკრძალვის მიუხედავად, სასულიერო პირებზე, მგალობლებსა და სტიქაროსნებზე გამონაკლისს დაუშვებს. ამის შესახებ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა.

"ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მთავრობამ მსუბუქი ავტომობილებით საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება დღეს 12 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით აკრძალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG